4 ოქტომბერს Google მისი წარმოების სმარტფონს წარმოგვიდგენს

როგორც იქნა, Google-მა გადადგა ნაბიჯი და პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა უშუალოდ მას ეწარმოებინა სმარტფონი Android–ის პროგრამით. ჯერჯერობით, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. თუ არ ჩავთვლით, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩენილ უჩვეულო “ბილბორდს”. ბრენდმა თავისი ახალი გასაიდუმლოებული სმარტფონის სილუეტი ერთ–ერთი მშენებარე კორპუსის ფასადზე განათავსა, გამოსვლის თარიღითა და წარწერით #madebygoogle.

ამავე სახელწოდებით უკვე ოფიციალური ვებგვერდიც არსებობს. თუმცა, იქაც მხოლოდ სარეკლამო ვიდეორგოლს თუ ნახავთ, რომელშიც Google-ის საძიებო ჩარჩო ფორმას იცვლის და სმარტფონის სილუეტს იღებს. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცით ის არის, რომ ახალი პროდუქტის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება და ის უშუალოდ Google–ის შემოქმედება იქნება.

 

მართალია, ჯერ ტელეფონი თვალით არავის უნახავს, მაგრამ უკვე მილიონი მოსაზრება არსებობს მის ფუნქციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბევრი თვლის, რომ Apple-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

marketer.ge

0
0
(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები