‘შემოდგომა ქუთაისში’,-გამოფენები, თათარა და ჩურჩხელები

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება “ 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გამართავს ღონისძიებას „შემოდგომის ქუთაისი“. ღონისძიებაზე გამოტანილი იქნება გაერთიანების ფილიალების გამოფენები შემოდგომის თემაზე, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები; წარმოდგენილი იქნება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი თემატური კუთხე, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, ღია საჭადრაკო ტურნირი, თეატრალიზებული წარმოდგენა: „თქვენ გაგივლიათ, ოქტომბერში, თეთრ ხიდზე ფეხით“?..

გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ადგილზე შეასრულებენ ნამუშევრებს თემაზე: „შემოდგომა ქუთაისში,“ სტუმრებს მოხატავენ სახეზე. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ გ. დარახველიძის სახ. სახელოვნებო სკოლასთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ლ. გერსამიას ხელმძღვანელობით, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, კულტურის გაერთიანებასთან არსებული ანსამბლი „ბერმუხა,“ თეთრ ხიდზე გაიმართება პერფორმანსი სამეჯლისო ანსამბლ „ ელიტის, “ საბალეტო სტუდიისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით .

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “ფილიალი ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი წარმოგვიდგენს გამოფენას „ანჯაფარიძის სკვერის ისტორია“, სპორტის მუზეუმი წარმოგიდგენთ ებრაული ახალი წლისადმი მიძღვნილ გამოფენას “ქუთაისელი ებრაელი სპორტსმენები.”

დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო კონცერტი „ just band”_ ისა და დ. ჯანელიძის საესტრადო ბენდი “აისის” მონაწილეობით.

0
0
(Visited 218 times, 1 visits today)

კომენტარები