თბილისის ‘დინამოსა’ და ქუთაისის ‘ტორპედოს’ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წერეთლის გამზირზე, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა აფეთქებების ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში. მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა.

0
0
(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები