ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ყუმურში,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს ,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო სრულდება.
ამ დროისთვის, სოფელ ყუმურის ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოების დასაფინანსებლად 90 000 ლარია გამოყოფილი.

პარალელურად, მაისოურის მიმართულებით იწმინდება სანიაღვრე არხი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კი, სოფელ დუცხუნში სპორტული სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საპროექტო ღირებულება 2 800 ლარს შეადგენს.

ყუმურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დუცხუნში რეაბილიტაცია უტარდება სტიქიით დაზიანებულ შიდა საუბნო გზებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კაკასუბნის გზის შეკეთების სამუშაოები. სოფელ ყუმურში კი, ადეიშვილების უბანში, ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს, საუბნო ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელში მიმდინარე სამუშაოები გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.

სპეციალისტების თქმით, ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები ხარისხიანად ხორციელდება.

0
0
(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები