‘ავტომატებით დამადგნენ საწოლში თავზე’-ხარაგაულში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ავტომატებით შეიარაღებული პირები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წლის მარტოხელა გივი მაჭავარიანს დილის საათებში საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ.

“დილის 5 საათზე რამდენიმე პოლიციელი ავტომატებითა და ფანრებით დამადგა საწოლში. ვიღაცას ეძებდნენ არ უთქვამთ ვის, შეამოწმეს მთელი სახლი და მეზობლის სახლის გასაღებიც გამომართვეს, ირგვლივ ერთი მოსახლეა, დანარჩენები წასულები არიან, ვისაც არ უნდა ეძებდნენ მე ჩემი გადავიტანე. 80 წლის კაცი ვარ ასეთი აქამდე არაფერი მომსწრებია, ინფაქტი რომ დამმართოდა ყურადღებასაც არავინ მომაქცევდა, “-ამბობს მაჭავარიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

0
0
(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები