‘დემურ სტურუას დედას საყვარელი სისტემატიურად სცემდა,’-სტურუების საქმის ექსკლუზიური დეტალები

სამტრედიის, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა უცნობმა მამაკაცმა სცემა. მომხდარის შესახებ ნონა ჯოჯუა და მისი ოჯახის წევრები არ საუბრობენ, თუმცა Topnews.com.ge-ს ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა.

სოფელ დაფნარში მცხოვრები სტურუების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცნენ, რაც მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და წერილი დატოვა, რომელშიც აცხადებდა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელმა გოდერძი თევზაძემ მიიყვანა.

თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, რადგან ეს უკანასკნელი ამ დროისათვის იძებნება. მარიამ იოსელიანი, რომელიც Topnews.com.ge-ს დაუკავშირდა, საქმის ირგვლივ საზოგადოებისათვის აქამდე უცნობ დეტალებს ყვება.

მარიან იოსელიანი, რომელსაც სოფელ დაფნარში, სტურუების მეზობლად მარკეტი და რესტორანი ჰქონდა, აცხადებს, რომ დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტი პირველი არ არის და მას მეგობარი მამაკაცი სისტემატიურად სცემდა.

„დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დილის 6 საათზე ნონა ჯოჯუა დაფლეთილ-დაგლეჯილი გამოსულა ტყიდან და მერე დარეკეს პოლიციაში. ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც გოდერძი თევზაძეს მუქარაში ადანაშაულებს, უთქვამს, რომ ესეც პოლიციას დავაბრალოთ და სხვანაირი გზა მივცეთ ამ საქმესო. მამაკაცს, რომელმაც ნონა ჯოჯუა სცემა, ვიცნობ, რიონის პირას, კლარა ცეტკინის ქუჩაზე ცხოვრობს. ნონა ჯოჯუა ხშირად მოსულა ჩემთან და უთქვამს, საყვარელი მომივარდა და ჩემი ცემა უნდაო. დაახლოებით ერთი კვირა ჩემთან იმალებოდა სახლში, რომ საყვარელს არ ეცემა. მე მაგათ მეზობლად მარკეტი და რესტორანი მქონდა. ძალიან უჭირს მაგ ოჯახს და როცა მჭირდებოდა, დღიურ მუშად ვამუშავებდი. ნონა ჯოჯუა, რომ ჩემს სახლში იმალებოდა, მისი საყვარელი მის სახლში იყო და ელოდებოდა. ნონას რომ ვუთხარი, შენი შვილი როგორ იტანს მაგ კაცს-თქო, მითხრა, დაშინებული ჰყავსო. ერთხელ ჩემს სახლშიც შემოვარდა ეს კაცი, მაგრამ გაქცევა მოასწრო. ერთხელ ნონა ჯოჯუა თვითონ გარდაცვლილმა მოატყუა, წავიდა, აღარ გყარაულობსო და ნონამაც დაუჯერა შვილს, წავიდა სახლში. ერთ საათში ისევ ჩამოვარდა ჩემთან, საყვარელი კისერში მწვდა და მახრჩობდაო. ეს კაცი საცემრად დასდევდა, რადგან ნონასთან უნდოდა ურთიერთობა, ნონა კიდევ უარს ეუბნებოდა. გოდერძი თევზაძე ნონას მშველელი და იმედი იყო. გარდაცვლილი ტოტალიზატორში დადიოდა და ნონა ეხვეწებოდა გოდერძის დაანებებინე თავიო. გოდერძი გარდაცვლილს ტოტალიზატორში შესვლას უკარძალავდა. რა უნდათ ამ ბიჭთან, ვინც დასაჭერია მას არ იჭერენ. ტყვიას დავუდგები ამ ბიჭის გულისთვის. სად მიუდიან საცოდაობას ასეთ საშინელებებს რომ წერენ. გოდერძი მაგის გამკეთებელი იყო? პირიქით, ყველას მაგის იმედი ჰქონდა,“ – აცხადებს მარინა იოსელიანი.

topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალბატონის ცემის ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით აღიძრა.

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 187 times, 1 visits today)

კომენტარები