ვანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ მუქედში რეაბილიტაციის პროცესი გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.

,,მუქედში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოთ გამოყოფილი თანხიდან, რომლის მთლიანი ოდენობა 390 200 ლარს შეადგენს, 23 სხვადასხვა დასახელების სამუშაოს შესრულებაა დაგეგმილი,”-აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

აღნიშნული თანხით სოფელში მოეწყობა 4 საბოგირე გადასასვლელი 9 ხიდი და რამდენიმე ბეტონის გზა, გაბიონი და ბორდიურები.

ასევე, დაგეგმილია გზების შეკეთება, არხების ამოწმენდის და მოსახლეობის ნაკვეთებს შორის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ზიმო“, ბეტონის გზებს, ბორდიურებს და გაბიობნების რეაბილიტაციას შპს „ფირმა იმედი“ განახორციელებს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.

0
0
(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები