ჭიათურა ირჩევს ღირსეულ მაჟორიტარს

„ჭიათურა ირჩევს ღირსეულ მაჟორიტარს,“- აღნიშნული მოწოდებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჭიათურის მოსახლეობა მაჟორიტარს მხოლოდ სახელით და გვარით არ უნდა იცნობდეს. ახალგაზრდები მხარს ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს უჭერენ და აცხადებენ, რომ გაფრინდაშვილი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მიდის, ჭიათურისათვის ღირსეული მაჟორიტარი იქნება.
http://www.picz.ge/img/s3/1609/2/c/c636d5cbccaf.jpg
“ჩვენ, ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქალაქი და გვინდა ჭიათურა უკეთესი იყოს, ვიწყებთ აქციას: ჭიათურა ირჩევს ღირსეულ მაჟორიტარს. ჩვენ ჭიათურის მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს ვიცნობთ, ვიცით ვის რა უკეთებია და აქედან გამომდინარე თვლით, რომ ადამიანი, რომელიც ჭიათურას და ჭიათურელებს გამოადგება, არის ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი. ამ ადამიანს ჭიათურაში ყველა პატივს სცემს და აფასებს იმ სიკეთეების გამო, რაც მას გაუკეთებია. ამიტომ, ჩვენ, ახალგაზრდებს გვსურს, რომ ჭიათურის მოსახლეობამ 8 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთოს და ღირსეული კანდიდატი აირჩიოს,“ -ამბობს აქციის მონაწილე მარიამ ბრეგვაძე.

“ჭიათურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს გვაწუხებს ჩვენი ქალაქის მომავალი. გვინდა, რომ ამ ქალაქში არ ხდებოდეს ადამიანების დაყოფა მისიანებად და ჩემიანებად, გვინდა, რომ განათლებულ ახალგაზრდებს სამუშაო ჰქონდეთ. გვინდა, რომ მაჟორიტარს მხოლოდ სახელით და გვარით არ ვიცნობდეთ. თეიმურაზ გაფრინდაშვილის გვჯერა, რადგან ამ ადამიანს ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ბევრ ადამიანს დახმარებია. ამიტომ, გვჯერა, რომ მის სიტყვას შეასრულებს და ჭიათურას მისი სახით ღირსეული მაჟორიტარი ეყოლება,“-აცხადებს სალომე კაპანაძე

 

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 190 times, 1 visits today)

კომენტარები