ხარაგაულის სოფელ ლეღვანში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა.

„თუთა“ ასე ერქვა ფილმს, რომელიც თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომატოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სანდრო სულაძემ გადაიღო.

ფილმი სოფელ ლეღვანშია გადაღებული, რომელიც მიტოვებულ სოფელში მცხოვრებ გოგონა თუთას ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მიხედვით, მას დედა გარდაეცვალა და დარჩა მხოლოდ მამა. თუთა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ფილმში აღწერილია, თუ როგორ იცლება სოფელი ახალგაზრდებისაგან და რა შედეგი მოჰყვება მიგრაციას.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თუთა“ 2015 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობა.

0
0
(Visited 126 times, 1 visits today)

კომენტარები