რომელ ქვეყანაში უფრო მეტ დახმარებას იღებენ სოციალურად დაუცველები

საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის ყოველთვიურად სახელმწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ქვეყანაში სოციალური დახმარება დიფერენცირებულია. შემწეობის მიმღებთა მცირე ნაწილი თანხას ძველი მეთოდოლოგიით იღებს და ოჯახის უფროსზე 60 ლარს, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებზე – 48 ლარს შეადგენს. ახალი მეთოდოლოგიით კი, სოციალური დახმარება გაიცემა მინიჭებული ქულების მიხედვით. კერძოდ, 30 ათას ქულამდე ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებულია 60 ლარი, 30-დან 57 ათასამდე ქულაზე – 50 ლარი, 57-60 ათას ქულამდე 40 ლარი და 60-დან 65 ათასამდე 30 ლარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ოჯახში არის 7 წევრი და მათთვის მინიჭებული ქულა არ აღემატება 30 ათასს, ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს 420 ლარს.
სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

აშშ

1996 წლამდე აშშ-ში გამოიყოფოდა დაფინანსება ისეთი კატეგორიის ხალხისთვის, რომლებიც შტატების კანონმდებლობით დახმარებას ექვემდებარებოდა. ამ ოჯახებისთვის თანხის უმეტესი ნაწილი პირდაპირი ანაზღაურების გზით მიდიოდა. მოგვიანებით შტატებმა თანხების დიდი ნაწილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ასევე ბავშვთა დაცვას და მათ განვითარებას დაუთმო. 2015 წელს პირდაპირი გადახდა მთლიანი თანხის მოცულობის 25 %-ს შეადგენდა, დანარჩენი კი სოციალური საკითხების მოსაგვარებლად მიდიოდა. ამერიკაში სოციალური დახმარების პოლიტიკა 1996 წლის შემდეგ გამკაცრდა და შემოიღეს ჯარიმები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროების გარეშე იღებდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ შემცირდა ასეთი ტიპის ოჯახების რაოდენობა.

თუმცა, ამერიკის შტატებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა სოციალური დახმარებების მიმღებთა შორის. ყველაზე მწირი დახმარება მისისიპის შტატშია და თვეში 153 დოლარს შეადგენს. ხოლო ყველაზე გულუხვი ალასკას შტატია, სადაც სოციალურად დაუცველებზე დახმარების სახით 642 დოლარი გაიცემა. სოციალური დახმარების საშუალო მონაცემი კი 418 დოლარს შეადგენს. მსგავსი დახმარების მიღება შესაძლებელია სიცოცხლეში მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. ამერიკაში უმწეოთათვის სხვა ტიპის დახმარებებიც არსებობს. მაგალითად, ფასდაკლების კუპონები, სამედიცინო დახმარებები მედიკამენტების სახით

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები