სამტრედიის გრან პრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში

დღეს ჩატარდა სამტრედიის გრან პრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებს შორის.
ტურნირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით შემდეგ სახეობებსი გაიმართა : ისინდი, ცხენბურთი, მარულა, დოღი 2000 მეტრზე და დოღი 4000 მეტრზე.
შეჯიბრში მონაწილეობას სამტრედიის, აბაშის, თბილისის, ბათუმის და ზუგდიდის საცხენოსნო კლუბის წევრები იღებდნენ.
გუნდურ სახეობებში გამარჯვება და სამტრედიის გრან პრი აბაშის საცხენოსნო კლუბმა მოიპოვა; ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული მხედრები.
მხედრებს გამარჯვება მიულოცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

0
0
(Visited 147 times, 1 visits today)

კომენტარები