პატრიარქი: დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე

”თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერმინისტრო, მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო, ყველასგილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლიშეგეწიოთ თქვენ და  საქართველოს.

დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. მაგრამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისიკალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი, ხილული თუ უხილავი, ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული. თითქოს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს.

ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენგანს. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. საბერძნეთიდან ჩამობრძანდა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოგვიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისთვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, გადავცემთ ქართულ პანაღეას”, – განაცხადა პატრიარქმა.

0
0
(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები