ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი პაატა კიკნაველიძე საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს და საკუთარ პროფესიას უბრუნდება.
როგორც პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზება მიიღო როგორც მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე, ასევე პარტიულ სიაში შეყვანაზე და საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე უარი განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის 4 წელი საკმარისია იმისათვის, რომ თუკი პარლამენტში რაიმეს გაკეთება შეგიძლია, გააკეთო. არ ვაპირებ არანაირი ფორმით საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას. პოლიტიკაში იურიდიული პრაქტიკით მოვედი და ისევ იმ მიმართულებით წავალ“, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.
მისივე თქმით, ოთხწლიანი საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტის კანონად ქცევაში. საქმე ეხება საკანონმდებლო პაკეტს, გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით; კანონს „ატსტუპნიკების“ შესახებ, რომელიც 1 თვის წინ ამოქმედდა და სისხლის სამართლის პროცესში ძებნაში მყოფი ავტომანქანების, როგორც ნივთიერი მტკიცებულების გამოყენების გაუქმებას.

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები