ვანში, სოფ. ციხესულორში ტრადიციული თამაში ცოლიანებსა და უცოლოებს შორის გაიმართა

ტრადიციული თამაში ცოლიანებსა და უცოლოებს შორის!

ეს ტრადიცია ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება…ყოველი წლის 27 აგვისტოს,მარიამობის ბრწყინველე დღესასწაულის წინა დღეს ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში ხვდებიან:ცოლიანების გუნი სახელად,,ბერმუხა” და უცოლოების გუნდს სახელად ,,ყოჩები”…თამაში ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს…გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი გამარჯვების აღსანიშნავად,ხოლო საუკეთესო ფეხბურთელს კი შესაბამისი პრიზი…ამ თამაშს უკვე რამოდენიმე წელია ხელმძღვანელობს დეკანოზი, პეტრე გიორგაძე…გუნდი ,,ბერმუხა”-ს კაპიტანი გურამ კბილაშვილია,ხოლო გუნდი,,ყოჩები”-ს კაპიტანი კი ირაკლი კანკაძე…უკვე სამი წელია ზედიზედ,რაც ცოლიანები ლიდერობდა და წელს მათ ,,ყოჩებს” დაუთმეს გამარჯვება…მაგრამ ანგარიშს თუ გავითვალისწინებთ 7-2 ,დათმობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ჩანს…თასი გადაეცა გამარჯვებულ გუნდს ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი ვეტერანმა ფეხბურთელმა გურამ კბილაშვილმა მოიპოვა…ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს ,,ყოჩები” ..წინსვლას და წარმატებას ვუსურვებთ…სამომავლოდ კი უფალმა მათი უმრავლესობა ცოლიანთა ნაკრბის მონაწილე გახადოს…ეს დიდი მადლი და წყალობაა უფლისგან…სამომავლოდ კი მათმა შვილებმა დაიმკვიდრონ საპატიო ადგილი უცოლოთა ნაკრებში…გილოცავთ ბიჭებო..სასიამოვნო სანახაობა მოაწყვეთ ნამდვილად…კიდევ მრავალი წელი არ მოშლილიყოს ეს ლამაზი ტრადიცია ამ ლამაზ სოფელში, ციხესულორში..

14067466_641322892708249_1209138144804613768_n 14079696_641322509374954_6084512294437403218_n 14080006_641322382708300_947607302855039978_n

სტატიის ავტორი: თამუნა ჩხიროძე

2
0
(Visited 65 times, 1 visits today)

კომენტარები