სამტრედიაში,ტოლებში 25 წლის ნანატრი გზა დაიგო

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტოლების თემს სტუმრობდა . სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 4,3 კმ. სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს . აღნიშნული გზა სამტრედია–ლანჩხუთი–სუფსა – გრიგოლეთის მაგისტრალს , სამტრედია–ჩოხატაური–ოზურგეთის მაგისტრალთან დააკავშირებს .
სამუშაოს კომპანია „არქეოპოლისი“ ასრულებს.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა ვლადიმერ მსხილაძემ აღნიშნა, „ 25 წელია ველოდებით გზის დაგებას . მთელი სოფელი ბედნიერი ვართ , როგორც იქნა გზა გვეღირსა. „
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ მიმდინარე სამუშაო შეაფასა, „ჩვენი მიმართვის საფუძველზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამუშაო საკმაოდ სწრაფად სრულდება . ფირმას გამართული ტექნიკაც ჰყავთ.“

http://samtredia.com.ge/news_new/foto_5/026_2.jpg

0
0
(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები