სამტრედიის პოლიციასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნე

სამტრედიაში სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სამტრედიის რაიონულ პოლიციასთან მოხდა.


სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას გარდცაცვალების საქმის გამოძიებისა და კანონდამრღვევი სამართალდამცავების დასჯის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები პოლიციის შენობას მიუახლოვდნენ, ავტომობილები საღებავით შეღებეს და მათზე ფეხებით დადგნენ, რამაც სამართალდამცავების გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა.
http://www.picz.ge/img/s3/1608/20/8/873592abb2af.jpg
აქციის მონაწილეების მტკიცებით, სამართალდამცავები მათ გამოწვევას ცდილობდნენ.

„ერთი საათია ვმართავთ აქციას. პოლიციელები შენობიდან დაგვცინიან და სპეციალურ ჟესტიკულაციებს აკეთებენ, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. 22 წლის ბიჭი სიკვდილამდე მიიყვანეს, ამათ კი ეს არ ადარდებთ,”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, 22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.

http://topnews.com.ge/

3
0
(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები