‘ნაციონალები’ ‘ქართული ოცნების’ მიერ სამტრედიაში არჩევნების გაყალბების გეგმაზე საუბრობენ

“სამტრედიაში საარჩევნოდ დიდი გაყალბებისთვის ემზადებიან,” – ამგვარ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში აკეთებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

“როგორც სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიას “ქართული ოცნების” შტაბიდან გადაეგზავნა იმ პირების მზა სია, რომლებიც არჩეულ უნდა იქნან საუბნო საარჩევნო კომისიების 6 ვაკანტურ თანამდებობაზე. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული წევრები დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩეული უნდა იქნენ კონკურსის წესით. კომისიის წევრთა უმრავლესობა მზად არის შეასრულოს “ქართული ოცნების” დავალება, მოახდინოს მათი აქტივით საუბნო სარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რაც საშუალებას მისცემს “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო უბნებზე, გაყალბების გზით მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა საარჩევნო სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მკაცრი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნულ პროცესზე,” – აცხადებენ “ნაცონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში.
http://www.picz.ge/img/s1/1608/19/2/207b5140b92c.jpg

0
0
(Visited 57 times, 1 visits today)

კომენტარები