ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს.

ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი ასწია და მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა.

ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრში 448 კგ დააფიქსირა მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

0
0
(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები