სამტრედიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი სამივე ახალგაზრდა ვანის რაიონის სოფელ ტობანიერის მკვიდრია

დაფნარის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები ვანის სოფელ ტობანიერის მკვიდრები არიან.

2030.news-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ვანში არსებულ ჯგუფ “არგოს” მომღერალი შალვა კაცაძე და მისი ბიძაშვილი, 16 წლის სტიქაროსანი გიგი კაცაძეა.

სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩაქარე გახდა.

თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

“საშინელი მდგომარეობაა. ერთმანეთის გვერდიგვერდ სამი მიცვალებლია. ტრაილერის მძღოლს უთქვამს, რომ დავინახე ჩქარა მოდიოდნენ, რაც შემეძლო გზიდან გადავედი და გზის დათმობა ვცადე, მაგრამ მეტი ვეღარ მოვახერხე და მანქანა ბორბლებში შემომივარდაო. მანქანის სპიდომეტრი რომ ნახეს, 200-ზე ყოფილა გაჩერებული. საშინელი ამბავია”, – აცხადებენ თვითმხილველები.

 

0
1
(Visited 162 times, 1 visits today)

კომენტარები