საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რიცხვი თანდათან იმატებს. აღნიშნულ ფაქტს 2016 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგი ადასტურებს.
საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი – ქალი.

საქართველოდან ემიგრაციაში კი ყველაზე მეტი–35,2 ათასი ადამიანი 2000 წელს წავიდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი  ქართველი ემიგრანტია, საქართველოდან 16 წლის განმავლობაში წასულ ემიგრანტთა  ყველაზე დიდი პროცენტული წილი რუსეთზე მოდის. რუსეთის ფედერაციაში ქართველ ემიგრანტთა 21% იმყოფება.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც  ყველაზე მეტი ქართველია  მეორე ადგილზე საბერძნეთი 15,9%–ით  გავიდა, მესამე ადგილზე  11,2%– ით თურქეთია,  იტალიაში კი ემიგრანტთა 10.9% ცხოვრობს.

ქართველებით  „განებივრებულ“ ქვეყნების ხუთეულს კი გერმანია 7.1 %–ით ასრულებს.

რაც შეეხება ათეულის დანარჩენ 5 ქვეყანას, მათში ქართველების რაოდენობა ასე გამოიყურება: აშშ – 5,7%; ესპანეთი – 4,1% ;  საფრანგეთი – 3,7%;  უკრაინა – 3,7%;  აზერბაიჯანი – 2%.

ემიგრაციაში წასვლის მიზეზად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი  გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქართველები ძირითადად მეზობელ ქვეყნებს მიმართავენ.

topnews.com.ge

0
0
(Visited 91 times, 1 visits today)

კომენტარები