პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც მუქარაში ადანაშაულებდნენ, უფლებამოსილება შეუჩერდა

სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს, რომელსაც მუქარაში ადანაშაულებენ, უფლებამოსილება შეუჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გოდერძი თევზაძემ პოზიცია გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებისგან მომხდარზე კომენტარის მოპოვებას შეეცადა, თუმცა მათ აღნიშნულ საკითხზე საუბარი9 არ გააკეთეს.

ცნობისთვის, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს, 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციელის მუქარა გახდა.

ცნობილია, რომ თავის მოკვლამდე დემურ სტურუამ წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს.

ახალგაზრდის ოჯახი და მისი თანასოფლელები საქმის გამოძიებას ითხოვენ.

 

tonews.cm.ge

0
0
(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები