‘პოლიციისგან ზეწოლას ვერ გაუძლო’,-სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე ახალგაზრდამ წერილი დაწერა, სადაც ის სამართალდამცავ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილმა წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სამართალდამცველის ზეწოლას ვერ უძლებდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილის დედის ნანა ჯოჯუას თქმით, აღნიშნული სამართალდამცველი მის შვილს სისტემატურად სცმედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  უწყების პრესსმსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში არ ადასტურებენ არის თუ არა წერილში ნახსენები გოდერძი თევზაძე სამართალდამცავი და ხორციელდებოდა თუ არა გარდაცვლილზე სამართალდამცველის მხრიდან ზეწოლა.

 

http://topnews.com.ge/

3
4
(Visited 192 times, 1 visits today)

კომენტარები