სექტემბრიდან WizzAir ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით 19 ევროდ იფრენს

ავიაკომპანია WizzAir მომხმარებელს ქუთაისიდან კვიპროსის საპორტო ქალაქ ლარნაკაში ფრენას 19 ევროდან სთავაზობს.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, 24 სექტემბრიდან ავიაკომპანია “ვიზ ეარი” ქუთაისი-ლარნაკას მიმართულებით პირდაპირ ავიარეისს სასურველი თარიღისა და ფასის მიხედვით სთავაზობს.

“ქვიშიანი სანაპირო ზოლი, კამკამა წყალი, პალმები, გემრიელი სამზარეულო – ეს ლარნაკაა, კვიპროსის საპორტო ქალაქი. აქ დამსვენებლებს სიცხე არასდროს შეაწუხებთ, რადგან ყოველთვის ქრის სასიამოვნო სიო. წყალი მშვიდი და არც ისე ღრმაა, ამიტომ ბავშვებიანი ოჯახებიც მშვიდად შეძლებენ დასვენებას,”-აცხადებენ აეროპორტში.

ლარნაკაში პირდაპირი ავიარეისით გასამგზავრებლად ბილეთების შეძენა სასურველი თარიღისა და ფასის მიხედვით შესაძლებელია ბმულზე www.wizzair.com.

0
0
(Visited 60 times, 1 visits today)

კომენტარები