‘თემობა 2016’-სახალხო დღესასწაული ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში სახალხო დღესასწაული „თემობა 2016″ გაიმართა. დღესასწაულში სამი ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელი მონაწილეობდა.

“თემობა 2016“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. დღესასწაულის ფარგლებში, ე.წ სათემოზე გაიმართა დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში.

რაც შეეხება დღის დასკვნითი ღონისძიებას, სადღესასწაულო კონცერტი სოფელ თვალუეთში გაიმართა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, თეატრალური კვარტეტი, პაროდისტი ბიძინა მახარაძე და სხვები წარსდგნენ.

საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. გამგებელმა თვალუეთში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მოსახლეობას თემობის დღესასწაული მიულოცა, ორგანიზატორებს კი ღონისძიების მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა. თემობის დასკვნით ღონისძიებას ასევე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურებიც ესწრებოდნენ.

გამარჯვებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზები გადაეცათ.

ცნობისთვის, სახალხო დღესასწაულის, თემობის ტრადიცია 2013 წელს აღდგა. დღესასწაულის აღდგენის ინიციატორები მალხაზ და ირაკლი ბიწაძეები არიან. დღესასწაული სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით იმართება.

 

0
0
(Visited 154 times, 1 visits today)

კომენტარები