რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების გახსნის შთამბეჭდავი ცერემონია ფოტოებში

6 აგვისტოს, თბილისის დროით გამთენიისას, რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. სტადიონ “მარაკანაზე”, თამაშების გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.

სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ჩვენი მედროშე ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

აღლუმის დასრულების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა თამაშები გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადა. თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება

0
0
(Visited 103 times, 1 visits today)

კომენტარები