დავით ბაქრაძე: ‘ნაციონალური მოძრაობის’ გამარჯვებამდე 66 დღე დარჩა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარის სტატუსის მოსაპოვებლად გია თევდორაძე, 48-ე ოლქში აკაკი ბობოხიძე, ხოლო 49-ე ოლქში გიგი წერეთელი იბრძოლებენ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის 4 წლის განმავლობაში ხალხმა უკეთეს მომავლის და ხვალინდელი დღის რწმენა დაკარგა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებამდე დარჩენილია 66 დღე.

“4 წლის განმავლობაში ქუთაისი ჩემთვის გადაიქცა მშობლიურ ქალაქად. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა 66 დღე. ჩვენ გპირდებით ეკონომიკურ კეთილდღეობას, ლარის სიმყარეს. პენსია გაიზრდება 50 ლარით, სკოლის პედაგოგის ხელფასი იქნება 650 ლარი, შეიქმნება 50 000 ახალი სამუშაო ადგილი, ბიზნესი გადასახადისაგან გათავისუფლდება, არ იქნება სისხლის სამართლის სასჯელი ბუღალტრული შეცდომის დრო. ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს იწყება, მუშაობა კი 9 ოქტომბერს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ

0
0
(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები