ჭიათურის გამგებელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ სოფელ მერევისა და გუნდაეთის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოინახულა. მახათაძემ სოფელ ნიგოზეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა.

პროექტების ფარგლებში, ორი სოფლის დამაკავშირებელ ბონდზე ხის საფარი მოეწყო. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, 76 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრის სიმაღლის ხიდი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, თუმცა მათივე თქმით, ამჯერად ნებისმიერ მოსახლეს უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება.

როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, სოფელში ცენტრალური საავტომობილო გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთიც მოასფალტდება. პროექტი მომავალ წელს დასრულდება.

გამგეობაში ნიგოზეთის საბავშვო ბაღის პრობლემაც ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საბავშვო ბაღი ძველი ბაღის შენობის ბაზაზე აღდგება და სასწავლო წლის დასაწყისისთვის გაიხსნება.

სულხან მახათაძემ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და დასაქმებულ მუშახელსაც გაესაუბრა. გამგებელმა სოფელ უსახელოში შემოღობილი საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა.

http://www.picz.ge/img/s3/1608/1/d/d3d78225f7aa.jpg

http://topnews.com.ge/news/8717
0
0
(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები