ვანში, დედათა მონასტრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს ცენტრიდან დედათა მონასტრის მიმართულებით საავტომობილო გზის 1500 მ-იან მონკაავეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შ.პ.ს წყალტუბო გზასერვისი” ახორციელებს.

აღნიშნული მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 300 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გზის საფარის აღდგენის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს.

http://www.picz.ge/img/s1/1608/1/c/c77d46b52888.jpg

0
1
(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები