როგორ გამოიყურება ახალი ორსართულიანი მატარებელი

“საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს მალე ორსართულიანი ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. როგორც ცნობილია, ოთხივე ერთეულის ღირებულება თავისი ნაწილების მარაგით 40 მილიონ ევროზე ნაკლებია, თუმცა ეს მგზავრობის ბილეთის ფასზე გავლენას არ იქონიებს და ფასი უცვლელი დარჩება.

http://www.picz.ge/img/s4/1608/1/2/2b934884c025.jpg

http://www.picz.ge/img/s3/1608/1/a/a2ff83a5acbd.jpg

http://www.picz.ge/img/s1/1608/1/6/6656c7f3a30a.jpg

http://www.picz.ge/img/s2/1608/1/d/d1593f93d1b3.jpg

 

 

 

 

 

0
0
(Visited 83 times, 1 visits today)

კომენტარები