‘იმიტირებული ომის’ პოლიგონი ქუთაისთან ახლოს-Airsoft-ის ფედერაციის სიახლე ქუთაისში

Airsoft ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოიგონა, რაც მოსახლეობისთვის სტრატეგიულ დაგეგმარებასთან ერთად გუნდური ბრძოლის შესწავლას გულისხმობდა, რათა ადამიანებს სცოდნოდათ როგორ მოქცეულიყვნენ რთულ სიტუაციაში. Airsoft-ს „იმიტირებულ ომს“ უწოდებენ, რადგან მისი თამაშისას იმავე ზომის, წონისა და აგებულების იარაღია გამოყენებული, როგორიც ომში, თუმცა განსხვავება ის არის, რომ იარაღი ნამდვილის ნაცვლად პლასტმასის დაპრესილ ტყვიებს ისვრის.

Airsoft-ს საქართველოში მიმდევრები 2010 წლიდან გამოუჩნდა. მიმდინარე წელს კი მისი დაარსება იმერეთის “ეარსოფთის” ასოციაციამ ქუთაისში გადაწყვიტა. ბაზა წყალტუბოს გზაზე გაიხსნება. იმერეთისAirsoft-ის ასოციაციის წარმომადგენლის გიორგი კეზევაძის თქმით, „იმიტირებულ ომში“ მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულ ყველა მსურველს შეეძლება. „ომი“ -ს ხანგრძლივობა 1 საათს შეადგენს, ხოლო მის დასაწყებად 10- კაციანი შემადგენლობა იქნება საჭირო. იმიტირებული ომის დაწყების წინ მონაწილეები დატრენინგდებიან, რის შემდეგაც სტრატეგიებს აირჩევენ და ერთი საათის განმავლობაში „იბრძოლებენ“.

“უსაფრთხოების ნორმების დაცვა სპეციალური სათვალის მეშვეობით მოხდება, სხეულის მცირე დაზიანების შემთხვევაში კი დაზარალებულისთვის პოლიგონზე პირველადი დახმარების გაწევაც იქნება შესაძლებელი,” – ამბობს გიორგი კეზევაძე.

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, Airsoft-ის პოლიგონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება, მანამ კი ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

0
0
(Visited 166 times, 1 visits today)

კომენტარები