“ვანში შიდა კვლევა ჩაატარეს და დამტესტეს, შემდეგ კი, დარწმუნდნენ, რომ უალტერნატივო ვარ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ამ დრომდე იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” მას ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს.
როგორც ლორთქიფანიძემ იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს Topnews.com.ge-ს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ის ვანის რაიონში შიდა კვლევევის მიხედვით შეამოწმეს და მისივე ინფორმაციით, უალტერნატივო აღმოჩნდა.
“მე ვიცი, რომ ორ კანდიდატს შორის ფიქრობდნენ ვინ დაესახელებინათ ხონისა და ვანის მაჟორიტარად. ისიც ვიცი, რომ ე.წ დატესტვა გაიმართა და მე გავიმარჯვე. ვანში, რომ უალტერნატივო ვარ და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს მიჭერს, ეს ყველასთვის ცნობილია. მეორე კანდიდატი, ვისაც მე მაჯიბრებდნენ, წარმოშობით ვანელია, მაგრამ ფესვებით ვანელს, მე რომ ვანზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვაჯობებდი ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა,”- აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” იმერეთის რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 18 ივლისს დაასახელებს. ღონისძიება ქუთაისში, ბალახვანში, ე.წ. “ასსაფეხურიან კიბეებთან” გაიმართება.http://topnews.com.ge/

 

0
0
(Visited 75 times, 1 visits today)

კომენტარები