ვანის გამგეობა ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’-ს კვლევას ეხმაურება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც, 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმაურება.

გამგეობის წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ და არ ეთანხმებიან კვლვის იმ პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.

topnews.com.ge განცხადებას უცველად გთავაზობთ:

“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება (საკრებულოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების გამოკლებით) შეადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან გასაწევი ხარჯების არა 27,7-%-ს, როგორც ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია მითითებული, არამედ 24,6-%-ს, რაც შესაბამისობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც “გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.

აღნიშნულ ორგანოს ჩატარებულ კვლევაში “გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება”-ში ჩათვლილი აქვს საკრებულოს თანამდებობის პირების (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თამჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები) შრომის ანაზღაურება, რაც არასწორია, ვინაიდან საკრებულოს თანამდებობის პირები 156-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტში არ არის მოხსენიებული.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლები ერთმანეთისგან მიჯნავს და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირების სტრუქტურას”,-ნათქვამია განცხადებაში.

0
0
(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები