სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის ვაკანსიები ქუთაისში

ქუთაისში სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი ვაკანსიებს აცხადებს.

ვაკანსიები შემდეგ პოზიციებს შეეხება: შეფი, მიმტანი, დალაგების დეპარტამენტის ზედამხედველი, ჭურჭლის მრეცხავი, დიასახლისი, F & B მომსახურების კოორდინატორი, გაყიდვების მენეჯერი, სასტუმრო მომსახურების კოორდინატორი.

გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღება 21 ივნისს დაწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი ქუთაისში, ე.წ. თეთრი ხიდის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული სასტუმრო იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. მას 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება. ასევე, სასტუმროს ინფრასტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.

მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.

0
0
(Visited 323 times, 1 visits today)

კომენტარები