წყალტუბოს გამგებლის მოადგილეს პოლიტიკური წარსული გაუხსენეს

წყალტუბოში, “ქართული ოცნები”-ს მხარდამჭერების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ და “ოცნების” წევრებს აგიტაციის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ.

“ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერის ბექა გორბერიძის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძეა.

“ქართულ ოცნება”-ს მხარი რომ დავუჭირე, ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენე. ამათ კი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ის ადამიანები დაასაქმეს, რომლებიც არჩევნებამდე ჩვენ გვებრძოდნენ. წყალტუბოს გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე 2012-ში რომ “ნაციონლები”-ს მაისურით დარბოდა, დღეს წყალტუბოში თანამდებობით მეორე კაცია. “ქართულ ოცნება”-ს კბილებით ვიცადი, დღეს კი კბილებით დავხევ მათ მაისურს,” – აცხადებს გიორბელიძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ყოფილმა მხარდამჭერებმა სოფელ ქვიტირში აქცია გამართეს, სადაც პარტიის დატოვებისა და “პატრიოტთა ალიანსში” გადასვლის გადაყვეტილება ჟურნალისტებთან გააჟღერეს. მომხდართან დაკავშირებით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, რომ აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ ყოფილან. ბრალდებებზე საპასუსო კომენტარისთვის topnews.com.ge წყალტუბოს გამგებლის მოადგილეს გენადი ბალანჩივაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეონო ზარებს არ უპასუხა.

0
0
(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები