ქანდაკებების ‘აღლუმი’ ქუთაისის სკვერში

მხატვართა ტრადიციულ შეხვედრებს 1979 წელს, თერჯოლაში ჩატარებული საკავშირო პლენერით ჩაეყარა საფუძველი. ამის შემდეგ საერთაშორისო დონის შეხვედრებს ქუთაისი არაერთხელ მასპინძლობდა. 2001 და 2003 წლებში ქუთაისმა ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერებს უმასპინძლა. ქუთაისში გამართულ პლენერებში სულ 31 ქვეყნის 146 მხატვარი მონაწილეობდა.

იმ ქანდაკებების ისტორიაც, რომელიც ქუთაისში არსებულ ბაღებს და სკვერებს ამშვენებს, სწორედ ამ წლებში იწყება. 2003 წელს გამართულ საერთაშორისო პლენერზე სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან მოკრებილმა მოქანდაკეებმა ქვიდან ქანდაკების შექმნა დაიწყეს. ხელოვნების ნიმუშების შექმნისთვის არტისტებს ერთი თვე ჰქონდათ მიცემული. ქუთაისში მათი მივლინების ხარჯების ნაწილს ქალაქის მერია, ნაწილს კი კერძო ბიზნესი აფინანსებდა. პლენერში მონაწილეობის მისაღებად უკრაინიდან, სომხეთიდან და ლიტვიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, თბილისელი და ქუთაისელი ხელოვანებიც მონაწილეობდნენ.

შედეგად სხვადასხვა თემაზე მიძღვნილი ქანდაკებები შეიქმნა, რომლებიც ამჟამად ვერიკო ანჯაფარიძის (სიყვარული) სკვერს ალამაზებენ.

წლების შემდეგ სკვერი კერძო საკუთრება გახდა და რამდენიმე ქანდაკებამ სხვადასხვა სკვერსა თუ ბაღში გადაინაცვლა.

ნამუშევრებში იგრძნობა სითამამე და მრავალფეროვნება. ჭარბობს შიშველი ქალის ფიგურები მათგან ზოგს „დაბრუნება”, ზოგს „აპოგეა”, ზოგს „ბროწეული”, ზოგსაც კიდევ “მუზა” ქვია. ქანდაკებების ნაწილი რელიგიურ თემაზეცაა შესრულებული.

ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერები ქუთაისში მას შემდეგ არ გამართულა.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, სადაც წარმოდგენილია პლენერზე შექმნილი ქანდაკებების ნაწილი.

http://www.picz.ge/img/s2/1605/31/5/5ae59b6c4cfa.jpg

http://www.picz.ge/img/s2/1605/31/7/7258dd1ed5b2.jpg

http://www.picz.ge/img/s3/1605/31/f/fb49c791364a.jpg

0
0
(Visited 178 times, 1 visits today)

კომენტარები