შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა პირადად უმასპინძლა და სამუშაო გარემო გააცნო. ახალი თანამშრომლები სააგენტოს სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო შსს-ს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. დასრულდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირების პროცესი და თანამშრომელთა ტრანსპორტირება უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის სხვადასხვა სერვისის მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა.

შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეების ჟესტების ენით მომსახურებას ითვალისწინებს,”- ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები