რუსეთს რა? – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო!

Euro16.ge ევროპაბეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი გათამაშებაა და სპორტის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ მის მთავარ პერსონაჟს, რომელიც ბეთმენის კამპანიების მთავარი გმირია. აზარტული მოთამაშე ერთდროულად რამდენიმე გუნდის მწვრთნელი ხდება, მაშინ როდესაც ბილეთში ფსონი ერთმანეთზე გადაბმულ თამაშებზე აქვს გაკეთებული. მისი მოთხოვნები, რეალურ მწვრთნელებთან შედარებით, მხოლოდ მოგება-წაგებით არ შემოიფარგლება. ხანდახან ბეთმენისთვის გოლზე უფრო მნიშვნელოვანია მცველმა წითელი ბარათი მიიღოს, ფორვარდი სულ თამაშგარეში ჩარჩეს, მეკარეებმა ბურთი 10-ზე მეტჯერ არ მოიგერიონ კუთხურზე და ა.შ. სწორედ ეს გახდა ბეთმენის შექმნის ინსპირაცია.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით, სულ მალე მაყურებელი ბეთმენის აღზევებას იხილავს. საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ევროპა-ბეთი ახალი აქციით ხვდება. მატჩების დროს მომხმარებლებს ექსკლუზიური ლაივ-ფსონების დადების საშუალება ეძლევათ, რითვისაც შეიქმნა გათამაშების სპეციალური კალენდარი მისამართზე http://euro16.ge

 

ამასთან დაკავშირებით ჩემპიონატის პირველი დღიდანვე ბეთმენის ახალ კამპანიას ვიხილავთ! მხიარული რგოლების გაუთავებელი სერია ჩემპიონატის ყველა მატჩს მოიცავს და ეხმაურება. კონცეფცია კრეატიულ სააგენტო HOLMES&WATSON-ს ეკუთვნის. სააგენტომ ბეთმენის პლატფორმა გამოიყენა, თუმცა ამჯერად გაცილებით სახალისო და მომთხოვნი Be(s)t coach მოგვევლინება, რადგან მისი შეგირდები არა ჩვეულებრივი მოთამაშეები, არამედ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან.

„სერიები იქნება ძალიან სახალისო და საინტერესო. მომდევნო 1 თვის განმავლობაში ბეთმენი ჩვენი განუყრელი ნაწილი ხდება, ყოველდღე ერთად ვადევნებთ თვალს მიმდინარე თამაშებს და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ყველა საყურადღებო მოვლენასთან დაკავშირებით, შემოგვიერთით!“ – აცხადებს HOLMES&WATSON-ის ქოფირაითერი დავით კილაძე.

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ერთ-ერთ კლიპს კამპანიის სერიიდან:

0
0
(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები