სოფო ნიჟარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წუხელ, ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

შეგახსენებთ, სატელევიზიო პროექტის „X ფაქტორი“ ლაივკონცერტის დასრულების შემდეგ, სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და ჟიურის წევრს, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს დაარტყა.

როგორც შსს-ში news.ge-ს განუცხადეს, ეჭვმიტანილი პირი დადგენილი და მხილებლულია. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

1
0
(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები