დღეს ვანში ვანელებმა ვანელობა ღნიშნეს!

 

 

ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ მასშტაბურად აღინიშნა.
დილიდან წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა,რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან,მოწვეულ სტუმრებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო.
ვანის მუნიციპალიტეტში დღის მანძილზე გამართულ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წირვის შემდეგ ქალაქ ვანის N1 საბავშო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქ.ვანის N 1 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მისაღებად მზადაა. ბაღის მშენებლობა გასული წლის მიწურულს დაიწყო, შენობა 200 ბავშვზეა გათვლილი და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.შენობის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 381. 000 ლარი დაიხარჯა.
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ვანში ცენტრალური საავადმყოფოს ახალი შენობა გაიხსნა.“ჯიპიაი ჰოლდინგიმა“ საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად,ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში 53 ადამიანია დასაქმებული,პაციენტებს მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალი მოემსახურება.
ვანელობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებმა მთელი ქალაქი მოიცვა, გამგეობის მიმდებარე სკვერში ვანელი მუსიკოსების ,მოცეკვავეების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა, გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი და ხალხური რეწვის ნიმუშები.კონცერტის პარალელურად „ხრიდოლის ფედერაციის“ წევრებმა ქართული საბრძოლო ხელოვნება გააცოცხლეს მაყურებლის თვალწინ და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.
დღესვე ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, თავისუფალი თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი“ ხვალ შობაა“ გაიმართა, რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
სპექტაკლის შემდეგ სტუმრებმა ქალაქის ცენტრში მოწყობილი სცენისკენ გადაინაცვლეს სადაც შეკრებილ საზოგადოებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „საპატიო ვანელები“ წარუდგინა.
ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მისი ღირსეულად წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის „საპატიო ვანელი“-ს წოდება მიენიჭათ: ელიზბარ ლომინაძეს, ავთანდილ ნიკოლეიშვილს, ზურაბ ხელაძეს , თორნიკე სულაბერიძეს, ელგუჯა ადეიშვილს, რევაზ ლასხიშვილს და ბესარიონ (მოურავი) ლილუაშვილს.
ვანელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს ღია ცის ქვეშ გამართული გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომლის წამყვანიც ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი გახლდათ. ფინალურ კონცერტში და ყველასათვის საყვარელი „ანსამბლი გორდელა“, ჯგუფი „არგო“ და სხვა მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებამ ძალზედ სასიამოვნო ვითარებაში ჩიარა და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

0
0
(Visited 371 times, 1 visits today)

კომენტარები