ვანში ტობანიერი-ყუმურის დამაკავშირებელ 2.370 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა.

ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერი-ყუმურის დამაკავშირებელ 2.370 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.
ტობანიერი-ყუმურის გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 550 448 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ინდ მეწარმე დავით სიჭინავა „ ახორციელებს.
ეს გარდამავალი პროექტია და მომდევნო წელს მოხდება ტობანიერი-ყუმურის დამაკავშირებელი გზის სრული მონაკვეთის რეაბილიტაცია.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სამუშაოები ხარისხიანად ხორციელდება.
ხელშეხრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად კი აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

 

წყარო:ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

0
0
(Visited 98 times, 1 visits today)

კომენტარები