‘გირჩის’ ოფისები ბაღდათსა და სამტრედიაში გაიხსნება

ბაღდათსა და სამტრედიაში 25 მაისს “ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის” ოფისები გაიხსნება.

ბაღდათში, რუსთაველის 22 ნომერში, 14:00 საათზე, ხოლო სამტრედიაში, ჭავჭავაძის პირველ ნომერში, 16:00 საათზე.

ბაღდათში “გირჩის” ოფისს შმაგი გორგოძე უხელმძღვანელებს, სამტრედიაში კი გურამ ხურცილავა.

ოფისების გახნას ზურაბ ჯაფარიძე და “გირჩის” სხვა ლიდერები დაესწრებიან.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი”-ის წარმომადგენლების თქმით, “გირჩი” ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნას კვლავ გააგრძელებს.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი“ 2015 წლის 22 ივნისს დაფუძნდა და ის მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს.

“გირჩის” წარმომადგენლების თქმით, მათი ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის სწრაფი გამდიდრება გადასახადების გაუქმებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების გზით, ღარიბი ოჯახების დახმარება სოციალური დახმარების სწორი და ეფექტური მექანიზმის მეშვეობით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზით. ხოლო საგარეო ვექტორი მკაფიოდ მიმართულია ევროპისა და განვითარებული სამყაროსკენ.

http://topnews.com.ge/news/7779

0
0
(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები