ინტერვიუ თამარ ალადაშვილთან

imerlebi.ge გაესაუბრა მომღერალ თამარ ალადაშვილს  ვანში გამართულ კონცერტზე და ჯგუფ არგოსთან ჩაწერილ დუეტზე, აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

როგორ მოხდა ჯგუფი არგოს და თქვენი შეხვედრა?

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

2015 წლის გაზაფხულზე ჩემმა ვანელმა მეგობარმა ბიჭების ვიდეო გამომიგზავნა კარგი ბიჭები არიანო , ნიჭიერებიო მოვისმინე მართლაც და მაშინვე გამიჩნდა სურვილი მათთან თანამშრომლობის , თუმცა ჯერ სიმღერა არ იყო მზად , შემთხვევით წავაწყდი საშა გველესიანის ლექსს რომელიც ამღერდა და გადავწყვიტე ბიჭებს დავკავშირებოდი , სოც. ქსელის საშუალებით მივწერე ძალიან მორიდებით, ვფიქრობდი არც მიპასუხებენ თქო , ბიჭებსაც უფიქრიათ ვიღაც შეიძლება გვეხუმრება თამარის სახელითო და ნუ მაინც მივწეროთო მერე მოხდა ისე რომ სიმღერის მონახაზი გავუგზავნე და სერიოზული სახე მიეცა , მუსიკა ჩემია, ტექსტი საშა გველესიანის და ბიჭებმაც თავისი ხელწერა დაიტანეს სიმღერაზე და ერთობლივი ნამუშევარი მოეწონა მსმენელს … ამ ზაფხულს მე თითქმის ყოველ მეორე დღეს ერთი კვირის მანძილზე ვიმყოფებოდი ვანში და ვამუშავებდით სიმღერას , გადაწყდა ჩაწერა და ქუთაისში მესხიშვილის თეატრში მოქმედ სტუდიაში ჩავწერეთ სიმღერა …

 

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

თქვენ გქონდათ კონცერტი ვანის კულტურის ცენტრში,როგორ შეგხვდათ და მიგიღოთ ვანელებმა?

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

კონცერტს რაც შეეხება სიმღერის პრემიერის შემდეგ გაჩნდა იდეა ერთობლივი კონცერტის, რამაც ძალიან გამახარა და 3 დეკემბერს ჯგუფმა არგომ სოლო კონცერტი ჩააატარა ვანის კულტურის ცენტრში , ღონისძიებაში მე და ლაშა რამიშვილი ვიღებდით კიდევ მონაწილეობას , ლაშა როგორც ვიცი სოფელი მუქედიდანა და ასე უსაყვარლეს ვანელების გარემოცვაში , მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი დავუბრუნდი თბილისში, გაოცებული და ბედნიერი სითბო და სიყვარული გამომატანა ვანმა , ღონისძიებას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  ასევე გამგეობა და ყველას დიდი სიყვარულით მოვიკითხავ.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

გეგმავთ თუ არა ჯგუფ არგოსთან ერთად მომავალში კიდევ ერთი დუეტის ჩაწერას?

 

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

იგეგმება კიდევ ერთი დუეტი რა თქმა უნდა და არაერთი კარგი ერთობლივი პროექტი , ამ ადამიანებს უყვართ შრომა , არიან მონდომებულნი აკეთონ ქართული საქმე მათ წარმატებით მოიარეს ევრო ტური  და მიხარია რომ ჩვენ მეგობრები ვართ გარდა იმისა რომ ერთ საქმეს ვემსახურებით .

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

თქვენს პირად კარიერაზე ვისაუბროთ,გეგმავთ თუ არა ალბომის გამოშვებას?

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე მაქვს 20 მდე სიმღერა რომელთაც მალე სტუდიურ სახეს მივცემ და მერე რა თქმა უნდა თუ საჭიროება მოითხოვს ალბომის სახესაც მივცემ,პირველი ალბომი გამოშვებული მაქვს რომელსაც უდროობიდან -დრომდე ჰქვია სადაც მხოლოდ 9 სიმღერააა შესული.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

ჩვენ ვიცით ვიდეო რგოლი რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელშიც ანსამბლი გორდელა არის ასახული,ამერიკაში, ქალაქ new york -ში სადაც ქართულ სიმღერას მღერით ,თუ შეიძლება მოგვიყევით ამ ტურის შესახებ და როგორ დაიბადა ამ ვიდეოს ჩაწერის “იდეა”?

 

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

კი ანსამბლი თსუ გორდელა რომლის წევრიც გახლავართ 2007 წლიდან 2014 წელს, გაემგზავრა ამერიკაში სადაც ქართული ეკლესიიის მშენებლობისათვის საქველმოქმედო ღონისძიებები გამართა , ერთ საღამოს როცა ვისვენებდით , მანჰეტენზე სეირნობისას , გაჩნდა იდეა გვემღერა და ქართული სიმღერა გაგვეჟღერებინა კიდევ ერთხელ , ჩავწერეთ ვიდეო , რაჭული სიმღერების პატარ პოპური ექსპრონტად შევასრულეთ ანსამბლი თსუ გორდელა ყველა გასტროლიდან სიურპრიზებით ბრუნდება , მსგავსი ვიდეოები თითქმის ყველა გასტროლიდან სამახსოვროდ გამოვიყოლეთ

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

და ბოლოს რას უსურვებდით ვანელ მსმენელს? რომლებიც მე ვიცი რომ თქვენზე ნამდვილად შეყვარებული და თქვენი დიდი გულშემატკივარია .

10580217_1034459123273682_6750357417446783849_nთამარ ალადაშვილი:

ვანელ მსმენელს ვუსურვებ ბევრ გემოვნებიან ახალ სიმღერას და რაც მთავარია ხასიათს რომ ემღერებოდეთ ,სიყვარულს ვუსურვებ , იმ სიყვარულს რომელმაც მე მათთან ჩამიყვანა ღვთისგან დალოცვილები ყოფილიყვნენ.

10959640_781210551960625_2121819770716987142_nერეკლე გიორგაძე:

გმადლობთ თამარ გულახდილი და საინტერესო ინტერვიუსთვის.

 

0
0
(Visited 152 times, 1 visits today)

კომენტარები